მთავარიმსოფლიოჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი იმედოვნებს, რომ პანდემია მალე დასრულდება

ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი იმედოვნებს, რომ პანდემია მალე დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, პანდემია შესაძლოა მალე დასრულდეს და მომდევნო თვეებში კოვიდ-19 –  სეზონურ დაავადებად გადაიქცეს.

„როდესაც ომიკრონის ტალღა მძვინვარებს, რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში იქმნება გლობალური იმუნიტეტი, ან ვაქცინის წყალობით, ან იმის გამო, რომ ადამიანებს გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი ინფექციის გადატანის გამო. ჩვენ ველით, რომ დადგება სიმშვიდის პერიოდი. Covid-19 შეიძლება  წლის ბოლოს კიდევ გააქტიურდეს, მაგრამ მას ვერ ვუწოდებთ პანდემიას. სავარაუდოა, რომ მსოფლიო მიდის ერთგვარი პანდემიის დასასრულისკენ, არა კოვიდ-19-ის, არამედ პანდემიის დასასრულისკენ“, – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე.

გარკვეული პროტესტისა და პოლიტიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, საფრანგეთში ორშაბათიდან ვაქცინაციის დამადასტურებელი ახალი  საბუთის წარდგენა იქნება სავალდებულო.

16 წელზე უფროსი ასაკის პირებმა რესტორნებსა და ბარებში შესასვლელად, დასასვენებლად ან  საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებლი დოკუმენტი. გარდა ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა, საფრანგეთის მოქალაქეებისთვის კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საკმარისი აღარ იქნება.

პოლონეთში კი ომიკრონის შტამთან გამკლავებას ცდილობენ.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34,088 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 132 პროცენტით  მაღალია გასულ კვირასთან შედარებით.

თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წინა ტალღებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend