მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსული ინტერვენციის სამი სცენარი

უკრაინაში რუსული ინტერვენციის სამი სცენარი

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების შენაერთთა კონცენტრაციის ფონზე დაწყებული კრიზისი კულმინაციას აღწევს.

კრემლის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ფონზე, დასავლეთში ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ მოვლენები დიპლომატიისა და დიალოგის გზით განვითარდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი 19 იანვარს კიევში ჩავიდა, დღეს ის უკვე ბერლინშია, ხვალ კი ჟენევაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.

კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო ომთან დაკავშირებით სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში ლაშა ძებისაშვილი მოიწვია.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთან უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის სხვადასხვა სცენარებზე და რუსული და უკრაინული არმიის შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ.

მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთისგან ჯერ არ მიუღიათ წერილობითი პასუხი კრემლის მიერ წაყენებულ ულტიმატუმზე და ამბობენ, რომ ამ პროცესს დაუსრულებლად ვერ დაელოდებიან.

ამავე დროს, კრემლიდან დასავლეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს კიევის სამხედრო დახმარება და რომ ყველა ზომას მიიღებენ რათა უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ გახდეს.

ამასობაში, კი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთები სახელმწიფოს თითქმის ყველა კუთხიდან იყრიან თავს. ბენჯამინ ფრანკლინს თუ ვენდობით არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა, მომავალ შეხვედრამდე.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend