მთავარისაქართველოგაფიცვის მეოთხე დღე - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

გაფიცვის მეოთხე დღე – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, გაფიცულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.  400-მდე პროტესტის მონაწილის სახელით დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა წერილობით მოითხოვეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მეოთხე დღეა რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ხელფასის 100%-იანი მატება, სატრანსპორტო დანახარჯების ანაზღაურება, რეგიონებსა და თბილისში დასაქმებული სოციალური აგენტებისთვის ანაზღაურების გათანაბრება, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. თამარ ბარკალაია მათთან შეხვედრას ხვალ, 21 იანვარს გეგმავს.

მას შემდეგ რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ, ცნობილი გახდა, რომ 1 თებერვლიდან მათი ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. გაფიცული თანამშრომლებისთვის ეს პირობა მიუღებელია და ამბობენ, რომ მანამ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. შესრულდება თუ არა მათი მოთხოვნები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend