მთავარიევროპაიტალიავილა ლუდოვესი აუქციონზე 471 მილიონ ევროდაა შეფასებული

ვილა ლუდოვესი აუქციონზე 471 მილიონ ევროდაა შეფასებული

რომაული ვილა, “ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული სახლი”, რომლის ჭერიც კარავაჯოს მიერ არის მოხატული, აუქციონზე გაიტანეს. პრინცესა ლუდოვისი ბონკომპანის კუთვნილი მდიდრული ვილა აუქციონზე 471 მილიონი ევროდაა შეფასებული. ამ ფასის 75 პროცენტი მარტო კარავაჯოს მიერ მოხატული ჭერი ღირს.

“ეს ალბათ კარავაჯოს პირველი ნამუშევარია, რომლის შესახებაც ინფორმაცია გვაქვს. ამიტომ მისი ბიოგრაფიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელოვნების უნიკალური ნიმუშია. მითოლოგიურ თემებსაც ვხვდებით, რაც კარავაჯოსთვის იშვიათია. ასე რომ, ეს არის ნახატი, რომელსაც როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული ღირებულება აქვს. ორი აზრი არ არის, ის განსაკუთრებული სილამაზისაა. ის ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია”, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე კლაუდიო სტრინა.

ვილა ლუდოვისში ასევე დაცულია იტალიელი და ევროპელი მხატვრების ნამუშევრები.

„აქ კარავაჯოს გარდა, ძალიან ბევრი სიმდიდრეა დაცული. თვითონ კარავაჯო 350 მილიონი ევრო ღირს. აქ გუერჩინოს შედევრიც გვაქვს. შემოსასვლელში სხვა მხატვრების  ნამუშევარია. შემდეგ ერთი სართულით მაღლა ბაროკოს პერიოდის მხატვრობას შეხვდები. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია,” – ამბობს პრინცესა რიტა ბონკომპანი-ლუდოვისი.

471-მილიონიანი ვილა ყველაზე ძვირად ღირებული ქონება გახდებოდა, რომელიც ოდესმე გაყიდულა. თუმცა აუქციონზე არცერთი წინადადება არ შესულა. შემდგომი აუქციონი კი, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება და მისი ფასი 20%-ით შემცირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend