მთავარიევროპაუკრაინასამხედრო მანევრები აღმოსავლეთ ევროპაში

სამხედრო მანევრები აღმოსავლეთ ევროპაში

რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი თებერვალში ერთობლივ სამხედრო მანევრებს ჩაატარებენ. სამხედრო მეთაურობასთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო მანევრები ბელარუსის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში გაიმართება, მიზანი კი პოლონეთისგან და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან მომავალი საფრთხის გაუვნებელყოფაა.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის ფედერაციის არმიის ჯარისკაცები ბელარუსში უკვე გაემგზავრნენ.

“ჩვენთვის ნათელია, რომ აუცილებელია დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში სამხედრო მანევრების გამართვა. სამხედრო მანევრებში მონაწილეობა მხოლოდ ბელარუსმა სამხედროებმა არ უნდა მიიღონ. მანევრების მიზანი დასავლეთისგან, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებაა, სამხრეთიდან კი უკრაინის“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

პარალელურად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილები უკვე ატარებენ სამხედრო მანევრებს, მასში მონაწილეობას მძიმე სამხედრო ტექნიკაც იღებს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პრო – რუსი სეპარატისტები ასევე ატარებენ სამხედრო მანევრებს.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული არმიის მობილიზაციის ფონზე, ლონდონში კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გადაწყვიტეს, ნისლიანი ალბიონი უკრაინას ანტი – სატანკო შეიარაღებას აწვდის.

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მიერ დონბასისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყო, კონფლიქტს დღემდე 15 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend