მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წელი

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წელი

ჯო ბაიდენის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წელიწადი გავიდა. სახელმწიფოს 46 – ე პრეზიდენტი მოსახლეობას საზოგადოების ერთიანობას და კორონავირუსის დამარცხებას დაპირდა.

“იანვრის ამ დღეს, მე მთელი სულით და გულით გპირდებით, რომ შევეცდები ჩვენი ერის ერთიანობას მივაღწიო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელიწადს, ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლითა და კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების რეკორდული რაოდენობის შემთხვევების ფონზე იწყებს.

ამერიკული უნივერსიტეტის დირექტორს დევიდ ბარკერს მიაჩნია, რომ დემოკრატმა პრეზიდენტმა პარტიაში დაპირისპირების გამო, ვერც ეკონომიკის აღდგენისა და ვერც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწია.

“მიმაჩნია, რომ ჯო ბაიდენმა ვერ განსაზღვრა რამდენად რთული იქნებოდა დემოკრატიული პარტიის სხვადასხვა განშტოებების გაერთიანება“, – მიიჩნევს ამერიკული უნივერსიტეტის დირექტორი დევიდ ბარკერი.

მეორეს მხრივ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში თეთრი სახლის ძალისხმევით 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო პაკეტი დამტკიცდა, ასევე დაიწყო სახელმწიფოს მასშტაბით ინფრასტრუქტურის აღდგენაც.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში 500 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი კრიტიკის სამიზნე გახდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ფონზე შექმნილი ქაოსის გამო.

2022 წელს ჯო ბაიდენის წინაშე მოსკოვისა და პეკინის სახით საგარეო პოლიტიკური გამოწვევებია და ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ იბრძვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend