მთავარისპორტიFIFA: რობერტ ლევანდოვსკი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

FIFA: რობერტ ლევანდოვსკი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. “ბაიერნ მიუნხენისა” და პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა გამოკითხვის მიხედვით ლიონელ მესისა და მოჰამედ სალაჰს აჯობა. ლევანდოვსკიმ ფიფას მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მეორედ დაიმსახურა.

„ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება ჩემთვის ბევრს ნიშნავს და საამაყოა. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მომცა. თითოეულ თამაშში ვცდილობ რომ მაქსიმუმი გავაკეთო. როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს თავდამსხმელს ერთ ეპიზოდში შეუძლია მთელი მატჩის შეცვლა და მე ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყო,”- განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

დაჯილდოების ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუ საერთაშორისო ასპარეზზე გატანილი რეკორდული გოლებისათვის დააჯილდოვეს. პორტუგალიელის ანგარიშზე 115 გოლია, მან ირანელ ალი დაეის აჯობა. წლის საუკეთესო მწვრთნელად “ჩელსის” თავკაცი, ტომაშ ტუხელი დასახელდა, პუშკაშის ჯილდო კი ერიკ ლამელას გადაეცა, რომელმაც “ტოტენჰემის” მაისურით გოლი “არსენალს” გაუტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend