მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის ჯარების მობილიზაციის შედეგად არსებული გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე, უკრაინის მთავრობის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა.

კიევში აცხადებენ რომ კიბერთავდასხმის შედეგად მიღებული ზიანი შეზღუდული მასშტაბის იყო, ამავე დროს უკრაინის ხელისუფლება მოერიდა პირდაპირ მოსკოვისათვის ბრალის წაყენებას და კრემლთან აფილირებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დასდო ბრალი.

კიბერთავდასხმის შედეგად უკრაინის მთავრობის 70 – ზე მეტი ვებგვერდი გაითიშა.

„ყველასათვის ნათელია, რომ არსებობს ნიშნები და ასევე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს კრემლისათვის დამახასიათებელ ქმედებაზე, ისინი ჩვენ თავს დაგვესხნენ“,  – თქვა სახელმწიფო კომუნიკაციის სპეციალური ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ ჟორამ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მის ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზაციას ახდენს მისი მოკავშირე სახელმწიფოს დახმარების მიზნით, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ციფრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“მოვლენათა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით, ევროკავშირი თავისთავად მზად არის პირდაპირი პასუხი გასცეს აგრესიას მაგრამ სასურველია დავის დიპლომატიისა და დიალოგის გზით მოგვარება“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ნატოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს გასულ კვირას გამართული კომისიის სხდომის ფარგლებში შეთანხმების მიღწევა. ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით შესაძლოა მოსკოვმა ეს უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend