მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში დააკავეს „კურიერები“, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ

პოლონეთში დააკავეს „კურიერები“, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი გრძელდება. პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა ე.წ. კურიერები, რომლებიც მიგრანტებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადასვლაში ეხმარებოდნენ და ამაში თითოეული მათგანისგან 3000 ევროს იღებდნენ. პოლონეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან ტუნისელები, ქართველები, უკრაინელები, სირიელები და პოლონელები.

პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების გადაყვანაში ადანაშაულებენ. ისინი თითოეული მიგრანტისგან 3000 ევროს იღებდნენ.

პოლონეთის სასაზღვრო კონტროლის სამსახურის სპიკერი ანა მიხალსკა ამბობს, რომ ხშირად პოლონეთი მიგრანტების საბოლოო დანიშნულება არ არის. მიგრანტების 90 პროცენტს, რომელიც პოლონეთის საზღვარს კვეთს, აქ დარჩენა არ სურს. მისი თქმით, მიგრანტები უმეტეს შემთხვევაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ცდილობენ გადასვლას.

დაკავებულებს შორის არიან ტუნისელები, ქართველები, უკრაინელები, სირიელები და პოლონელები. მათ მიგრანტები საზღვარზე გადაჰყავდათ.

პროკურატურის სპიკერი არტურ შიკულა აღნიშნავს, რომ ე.წ. მოლარეებმა კრიმინალური ჯგუფის წევრებს დაახლოებით 9 მილიონ ევრომდე გადაუნაწილეს. აქედან კურიერებს, ანუ პირებს, რომლებსაც მიგრანტები საზღვარზე გადაჰყავდათ, ოთხმილიონ-ნახევარი ევრო გადაუხადეს.

ასობით მიგრანტი ერაყში დაბრუნდა, თუმცა ბევრი მათგანი კვლავ ე.წ. ბანაკებში ცხოვრობს. დასავლეთი ბელარუსს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. ბელარუსი უარყოფს ყველა ბრალდებას, ევროკავშირს  კი აკრიტიკებს, რომ არ იღებს მიგრანტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend