მთავარისაქართველოსაქართველოში გასულ დღეებთან შედარებით აცრის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია

საქართველოში გასულ დღეებთან შედარებით აცრის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაზრდილია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში უახლოეს მომავალში „ომიკრონ“ ვარიანტის მასობრივად გავრცელებასა და ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდას ელოდებიან.

„თბილისში უკვემ ინფიცირებულთა შორის, „ომიკრონი“ არის უმრავლესობა. კვირის ბოლოსთვის შენარჩუნებული იქნება ინფიცირების მატების მაჩვენებელი. რაც შეეხება, რამდენი იქნება მაქსიმალური რაოდენობა ადამიანების, რომელთანაც დადასტურდება კორონავირუსი, ყველა შემთხვევა ვირუსის, ამ კვირის განმავლობაში, უნდა შეფასდეს, როგორც „ომიკრონით“ განპირობებული. ის, რა მოლოდინიც გვაქვს, 6 208 შემთხვევა იყო საქართველოში პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი და პროგნოზი იმის, რომ იანვარში ეს მაჩვენებელი იქნება გადაჭარბებული – რეალურია“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ელოდებიან, რომ მომდევნო ექვს-რვა კვირაში ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაინფიცირდება. საქართველოში კი, წინა დღეებთან შედარებით, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაზრდილია. თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ეს არ არის საკმარისი ვირუსთან საბრძოლველად. მათივე განმარტებით, ვაქცინირებულების რაოდენობა დღეში მინიმუმ უნდა გაოთხმაგდეს.

„ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად იყო შემცირებული. 10 რიცხვიდან ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ბუსტერ“ დოზა დადასტურებულად მუშაობს, დაახლოებით, 14-ჯერ ამცირებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სტაციონარიზაციის რისკს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. აცრა, დღიური, ალბათ, უნდა გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე ამ პანდემიისგან თავის დასახსნელად არ გვაქვს“, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ხარისხის კონტროლის დარგში, ჯავარა უგრეხელიძემ.

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს, სხვა შტამებთან შედარებით, ყველაზე სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ დაიცვან რეგულაციები და არ დაავიწყდეთ, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend