მთავარიმსოფლიოევროპადავიდ სასოლის გზა: ადგილობრივი გაზეთიდან ევროპარლამენტამდე

დავიდ სასოლის გზა: ადგილობრივი გაზეთიდან ევროპარლამენტამდე

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი.
მისი პრესმდივნის ინფორმაციით, ის იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში დაიღუპა. 10 იანვარს  ევროპარლამენტის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ დავიდ სასოლი იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო, 26 დეკემბრიდან კლინიკაში იწვა.

დავიდ სასოლიმ იტალიელ ჟურნალისტად გაზეთებში  მრავალი წელი იმუშავა, ვიდრე 1992 წელს 36 წლის ასაკში ტელევიზიაში სამუშაოდ არ გადავიდა.

1999 წელს ის სპეციალური კორესპონდენტი გახდა, როცა ტი-ჯი-1-ის რედაქციას შეუერთდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში პრაიმ-თაიმის საინფორმაციო გამოშვებებზე იყო პასუხისმგებელი. აშუქებდა მასშტაბურ ნაციონალურ და საერთაშორისო ამბებს.

უკვე 2009 წელს, 53 წლის ასაკში ის ევროპარლამენტის წევრი გახდა ცენტრალური იტალიიდან. 2019 წელს კი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

ის ცნობილი იყო სახელით – „ევროპისთვის მებრძოლი“, და როგორც ამბობდნენ, მისი სიკეთე, ყველასთვის ვისაც იცნობდა,  შთაგონების წყარო იყო.

მას ასევე წესად ჰქონდა, ესაუბრა მშობლიურ, იტალიურ ენაზე და არა ფრანგულად, ან ინგლისურად.

„როცა ინსტიტუციები სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს, ისინი მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენენ“, – განაცხადა სასოლიმ 2019 წელს, “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

სასოლი პასუხისმგებელი იყო ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკაზე და ცნობილი იყო მიგრანტებთან მუშაობით, რომლებიც  ხმელთაშუა ზღვის გადალახვის დროს იღუპებოდნენ.

ის ასევე ცნობილი იყო დისიდენტებთან მუშაობით, ისეთებთან როგორიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება.

სასოლი ასევე ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის წევრი იყო და ევროპული სარკინიგზო გზების რეფორმებსაც ხელმძღვანელობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend