მთავარიაზიაყაზახეთივითარება ყაზახეთში: ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 164 აღწევს

ვითარება ყაზახეთში: ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 164 აღწევს

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ექვსდღიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნის უდიდესი ქალაქის ალმათის ქუჩებში სიმშვიდეა.

რუსეთი კვლავ აგზავნის ჯარებსა და სხვა პერსონალს „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში.

ყაზახეთში შექმნილი ვითარება უნდა შეაფასონ  ვიდეოკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კონფერენციის წევრებმა, მათ შორის ბელარუსმა და სომხეთმა, ჯარები გაგზავნეს ქვეყანაში სტაბილურობის აღსადგენად.

მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ქვეყანაში დაპირისპირების დროს  დაიღუპა სულ მცირე 164 ადამიანი, დაახლოებით 6000 პირი კი დააკავეს.

საწვავის ფასების მატების გამო მოწყობილი დემონსტრაციები გადაიზარდა დიდ არეულობაში, რომელმაც  მთელ ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში საპროტესტო აქციები  საწვავზე დაწესებული ფასების გაზრდის გამო დაიწყო, ხელისუფლებამ კი ქალაქის მცხოვრებლებს ძალადობით უპასუხა.

“დიახ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა, პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს იგივე ხელფასები აქვთ.  ასე რომ, მათ ნამდვილად ჰქონდათ მიზეზი, ქუჩაში გამოსულიყვნენ, თუმცა ეს ყველაფერი  საშინელებაში გადაიზარდა”,- ამბობს ალმათიში მცხოვრები.

ამ დროისთვის ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს კომენდანტის საათი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend