მთავარისასამართლო„ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.

როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

მანამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend