მთავარისპორტიპარალიმპიელი და ოლიმპიელი მედალოსნების თვალით დანახული ტოკიო

პარალიმპიელი და ოლიმპიელი მედალოსნების თვალით დანახული ტოკიო

კორტნი რაიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთის გუნდის მოთამაშე 2021 წლის ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იაპონიაში პირველად ჩავიდა. მას შესანიშნავი მოგონება დარჩა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი რამ არ გვინახავს, მაგრამ რაც ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა, არიაკეს არენაა, სადაც ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ვითამაშეთ. თვალებს არ ვუჯერებდით, რადგან ვერც კი იოცნებედი, რომ ასეთ ლამაზ მოედანზე შეგეძლო გასვლა“, – განუცხადა მან „ევრონიუსს“.

კორტნიმ და მისმა თანაგუნდელებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ შეჯიბრების დღე საოცრად ამაღელვებელი და ამავე დროს ძალიან დაძაბული იყო. მედლი სახლში –  ამერიკაში –  ჩამოტანა, ასევე რაიანების ოჯახში მიტანა, გასაოცარი განცდა იყო“, – იგონებს კორტნი. „ეს მედლები გადამუშავებული მასალისგან არის დამზადებული, გადამუშავებული მობილური ტელეფონებისგან, რომლებიც იაპონელმა მოსახლეობამ გადასცა პარალიმპიურ თამაშებს. ნამდვილად წარმოუდგენელია მათი ნიჭი და უნარი, თუ როგორ ქმნიან ასეთ ნივთებს.“

კორტნი ამბობს, რომ მას და მის გუნდს იაპონიაში შესანიშნავად დახვდნენ.

„ყველგან იგრძნობოდა. ყველაფერი ჩვენზე იყო მორგებული. ძალიან ადვილი იყო ეტლით გადაადგილება და ერთი პუნქტიდან მეორეში მისვლა. წინასწარ იზრუნეს, რომ თითოეულ ავტობუსში შეგვძლებოდა ასვლა“, – ამბობს კორტნი და ტოკიოში კიდევ სურს დამოუკიდებლად ჩასვლა და ქალაქის დათვალიერება.

„მომავალში აუცილებლად წავალ ტოკიოში მარტო, რომ კარგად დავათვალიერო. იქაურებს განსაკუთრებული სიამაყე, სიყვარული და კულტურა აქვთ.“

ესპანეთის გუნდის კარატისტი კარატეს ოქროს მედალოსანი ოლიმპიელი   სანდრა სანჩესი ტოკიოში მანამდეც იყო ნამყოფი და ამ ქალაქით მოხიბლულია.

„მე უკვე ნამყოფი ვიყავი იაპონიაში, ტოკიოშიც. უკვე ვიცოდი, როგორი კულტურა აქვთ. როდესაც ოლიმპიურ თამშებზე ჩავედით, ოლიმპიურ სოფელში მივედით და ვნახეთ ყველაფერი, რაც მოხალისეებმა მოაწყვეს. დამხვდურების დიდი სიყვარული ვიგრძენით“, – ამბობს სანდრა.

სანდრასთვის ტოკიოს გასული წლის ოლიმპიური თამაშები მნიშვნელოვანი იყო:

„განსაკუთრებული გრძნობაა, როცა პირველად მიდიხარ ოლიმპიადაზე, პირველი ოლიმპიადა კარატეში, იაპონიაში, ტოკიოში, რომელიც სპორტის ამ სახეობის სამშობლოა. წარმოიდგინეთ, რა ამაღელვებელია.“

სანდრამ ოქროს მედალი მოიპოვა.

„იმ წუთიდანვე, როდესაც გავაცნობიერე, რომ გავიმარჯვე, მედლის გადმოცემის წუთამდე, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ მინდოდა, მენახა მედალი, ხელი შემეხო და შემეგრძნო, რომ იგი რეალურია, რომ ჩემია. სიხარულისგან ვტიროდი“, – იხსენებს იგი.

სანდრას ტოკიო ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით კი  აკიჰაბარის ელექტრონული უბანი, რომელიც ღამით საოცარ სანახაობას წარმოადგენს.

„აქ, სადაც მიხვალ, ნებისმიერი უბანი, ადგილი და ტაძარი გხიბლავს. რთულია, დავასახელო ჩემი საყვარელი იაპონური კერძი, რადგან ბევრი მომწონს. მაგრამ რაც მართალია, სუში ნამდვილად მიყვარს, ასევე მისი მსგავსი  ყველა კერძი“, ამბობს სანდრა.

მას ტოკიო ისე უყვარს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა იქ.

„ტოკიოში დაბრუნება ნამდვილად მინდა. რომ შემეძლოს, დღესვე წავიდოდი, რომ გავაგრძელო სწვალა და გავიზარდო, როგორც პიროვნება და როგორც კარატისტი“, – ამბობს სანდრა.

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend