მთავარიამბებიოკუპირებულ დონბასში მოსახლეობის ნაწილი მომავალს იმედით უყურებს

ოკუპირებულ დონბასში მოსახლეობის ნაწილი მომავალს იმედით უყურებს

დეკემბრის ცივ და წვიმიან დღეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები რეგიონში მდებარე საოკუპაციო ხაზის ერთადერთ მოქმედ გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ.

2014 წელს რეგიონში დაწყებული კონფლიქტის კვალდაკვალ ათასობით ადგილობრივს საოკუპაციო ხაზის გავლით უწევს ნათესავების მონახულება, პენსიის აღება და პროდუქტების შეძენა.

რუსეთის ფედერაციის არმიის ნაწილების უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მობილიზაციის ფონზე ბევრს მომავალი ომის შიში აქვს.

”გვეშინია, ომი არ გვინდა, ამჟამინდელი მდგომარეობაც კი გვირჩევნია ომს”, – ამბობს ლიუბა.

ყოველდღიურად ოკუპირებული რაიონიდან, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2 ათასამდე ადამიანი გადადის. იყო შემთხვევებიც, როდესაც ეს მიდამოები საარტილერიო დაბომბვის სამიზნე გამხდარა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ომს არ ელის.

”არ მესმის, მედია საშუალებები ხალხს რატომ ანერვიულებენ, რატომ სჩადიან ამას? არავინ არ აპირებს, არც რუსეთი და არც უკრაინა, მე ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვი უკრაინაზე, მაგრამ რუსეთი თავდასხმას არ აპირებს”, – მიიჩნევს ადგილობრივი პეტრ მატიაშკოვი.

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ზოგი ადამიანი კი ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

ადგილობრივი ოლექსანდრ პრიმაკი – ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაა.

ჟურნალისტი – სირთულეებს როგორ ართმევთ თავს?

ოლექსანდრ პრიმაკი – ნაბიჯ-ნაბიჯ, ფერმა გვაქვს და ცოტა შემოსავალი.

ჟურნალისტი –  გრძნობთ ომს?

ოლექსანდრ პრიმაკი – მართალი გითხრათ არა, ორი კვირის წინ დაბომბვა იყო, მაგრამ ახლა სიმშივიდეა.

დასავლეთში ბევრი შიშობს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება, მოსკოვი ვაშინგტონისგან მისი გავლენის სფეროების აღიარებას ითხოვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთი ამ ულტიმატუმს დათანხმდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend