მთავარი მსოფლიო ევროპა მოქალაქეები ნიდერლანდებიდან ბუსტერ დოზის მისაღებად გერმანიაში გადადიან

მოქალაქეები ნიდერლანდებიდან ბუსტერ დოზის მისაღებად გერმანიაში გადადიან

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის დაჩქარებულად მიღება მაღალი მოთხოვნის გამო პრობლემებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ვაქცინის მისაღებად ნიდერლანდებიდან გერმანიაში, ახლომდებარე ქალაქებში მიემგზავრება.

როდესაც მოქალაქეები ვაქცინაციის ცენტრში მივლენ,   პასპორტის წარდგენა და საბუთებების შევსება მოეთხოვებათ, ამის შემდეგ კი უფასოდ შეუძლიათ, ჩაიტარონ ვაქცინაცია.

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, არ არის სასურველი ვაქცინის საზღვარგარეთ გაკეთება, რადგან შესაძლოა, ნიდერლანდებში ეს აცრა არ აღიარონ.  ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ჰპირდება, რომ გამოსავალს აუცილებლად იპოვიან.

ეს ის სიტუაციაა, რომელიც ბევრს აწყობს,  განსაკუთრებით მათ, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება ვაქცინაციის დამადასტურებელი  საბუთი, მაგალითად, თუ ავსტრიაში მოგზაურობის მსურველს ვაქცინაციის სტატუსი არ ექნება,  კარანტინის გავლა მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

ნიდერლანდებინიდერლანდები

Send this to a friend