მთავარიმსოფლიოავღანეთის მკაცრი 2021 წელი: „თალიბანის“ დაბრუნება

ავღანეთის მკაცრი 2021 წელი: „თალიბანის“ დაბრუნება

ქაბულის აეროპორტში ქაოსი სუფევდა, როდესაც ავღანელები „თალიბანის“ შიშით სამშობლოდან გაქცევას ცდილობდნენ. ავღანეთის ხელისუფლების ქვეყნიდან ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების გასვლის შემდეგ მალევე დაეცა.

თუმცა დასავლეთში ბევრი მაინც არ ელოდა, რომ „თალიბანი“ასე სწრაფად ჩაიგდებდა ხელში  ძალაუფლებას და დედაქალაქ] ქაბულს. აპრილში კი ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ  მისი სახელმწიფოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა.

ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი:

„მე გადავწყვიტე, რომ დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა, ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ.“

2001 წლის 9 სექტემბერს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში სამხედრო მისიის დაწყება გადაწყვიტა.

შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ ქაიდასა“ და ოსამა ბინ ლადენს დაეკისრათ. ბინ ლადენი კი ავღანეთიდან მოქმედებდა.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ „თალიბანი“ მალევე დაამარცხა, ვაშინგტონი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და ტერორისტული საფრთხის მოსპობას ისახავდა მიზნად.

კონფლიქტს ათი ათასი კაცი შეეწირა, მილიონობით ადამიანმა კი სახლ- კარი დაკარგა.

ავღანელმა ერმა დიდი მსხვერპლი გაიღო. 2021 წლის აგვისტოში, ორი ქაოტური კვირის განმავლობაში, ქაბულის აეროპორტიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

ევაკუირებულთა შორის იყვნენ ის ავღანელებიც, რომლებიც  სამხედრო მისიასა და დასავლეთის ჯარებთან თანამშრომლობდნენ. ეს სამაშველო ოპერაცია 1949 წელს ბერლინის ბლოკადის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გამოდგა.

ევაკუაციის დროს დაიღუპა 200 ადამიანი, მათ შორის 13 ამერიკელი ჯარისკაცი. ავღანეთი  კვლავ „თალიბანის“ ხელშია, ავღანელ ქალებს კი წინ რთული ბედი ელით.

გაეროს კვლევა აჩვენებს, რომ ავღანეთში დიდი ეკონომიკური პრობლემები იქნება, ამის მიზეზი კი ნაწილობრივ  ქალების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოკვეთაა.

ავღანელ ერს შიმშილი ემუქრება.  ამ ზამთარს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სურსათის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. არ იქნება საერთაშორისო დახმარებაც, ვინაიდან დასავლეთი „თალიბანის“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ავღანელ ერს წინ ჰუმანიტარული კატასტროფა ელის.

ავტორი: ლენა როშე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend