მთავარიმსოფლიოახლო აღმოსაველთის 2021 წლის ომისა და მშვიდობის ამბავი

ახლო აღმოსაველთის 2021 წლის ომისა და მშვიდობის ამბავი

ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მსგავსი რამ უკვე მრავალი წელია, არ მომხდარა.  იერუსალიმში მიმდინარე კრიზისმა თერთმეტდღიანი დაპირისპირება გამოიწვია. 2021 წლის მაისში ძალადობას 250-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი.

ყველაზე დიდი მსხვერპლი ღაზის ტერიტორიაზე იყო. ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო სროლას საჰაერო იერიშებით უპასუხა. ამ დაპირისპირებამ დიდი ზიანი მიაყენა ტერიტორიას. დაინგრა  რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.

კონფლიქტს დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა სიტუაციის გამწვავებას  აბრაამის 2020 წლის შეთანხმებას უკავშირებენ. ვაშინგტონის შუამდგომლობით ისრაელსა და ოთხ არაბულ ქვეყანას შორის დადებულმა შეთანხმება ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მოაგვარა, რამაც სავარაუდოდ, პალესტინელების იზოლირება გამოიწვია.

საბოლოოდ, ეგვიპტის დახმარებით, მყიფე ზავი დაიდო. ორივე მხარე ზავის დადებას აღნიშნავდა და ამ შეთანხმებას „საკუთარ გამარჯვებად“ თვლიდა.

ოქტომბერში სხვადასხვა მხარეებად დაყოფილ ლიბანში კონფლიქტი  უფრო გამწვავდა. დედაქალაქ ბეირუთის ქუჩებში 2020 წელს მომხდარი აფეთქების გამოძიების გამო, რელიგიურ ნიადაგზე შეტაკებები დაიწყო. 14 ოქტომბერს სროლის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა.

2020 წლის 4 აგვისტოს ასობით ტონა ამონიუმის ნიტრატი ლიბანის დედაქალაქის პორტში აფეთქდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ნივთიერება არასათანადოდ იყო შენახული.

სექტემბერში ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობა მოვიდა, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებია. უმუშევრობის დონის ზრდისა  და ინფლაციის ფონზე, ლიბანის ვალუტა გაუფასურდა, ელექტროენერგია, საწვავი და მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია.

ლიბანში წლის დასაწყისში, კონკრეტულად მარტში, განსხვავებული სიტუაცია იყო,  როდესაც პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვია.

სიმბოლური იყო მისი შეხვედრა აიათოლა ალი ალ-სისტანისთან, რომელიც მილიონობით შიიტი მუსლიმანის სულიერი მოძღვარია. მოგვიანებით ორი სულიერი ლიდერი ერთდროულად ლოცულობდა წმინდა ქალაქ ნაჯაფში.

საფრთხისა და კორონავირუსის მიუხედავად, პაპის პოზიცია ორ სარწმუნოებას შორის ტოლერანტობას ასახავდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში მილიონზე მეტი ქრისტიანი ქვეყნიდან გააძევეს,  უმცირესობის წარმომაგენლებისთვის  პაპის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

გამგზავრებამდე პაპმა ფრანცისკემ ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილის საფეხბურთო სტადიონზე მესა აღავლინა.

ავტორი: მანუელა სკარპელინი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend