მთავარიმსოფლიო2021 წელს კინოსამყაროში ქალები დაწინაურდნენ

2021 წელს კინოსამყაროში ქალები დაწინაურდნენ

2021 კინემატოგრაფიაში გამორჩეული წელი იყო ქალი რეჟისორების ნამუშევრებით. მათ წარმატებას მიაღწიეს ისეთ დიდ ღონისძიებებზე, როგორებიცა კანისა და ვენეციის კინოფესტივალები, თუმცა ყველაზე განსაკუთრებული მაინც ის ოსკარები და ლუმიერების გრან-პრია, რომლებიც ქალმა რეჟისორებმა მიიღეს.

მოდით, გადავხედოთ ამ ფილმებით გამორჩეულ წელს და ამ განსაკუთრებულ ქალებს.

მიმდინარე წელი დაიწყო ქლოი ჟაოს აღიარებით. მან 2020 წლის დასაწყისში  ვენეციის კინოფესტივალზე მოიპოვა გამარჯვება, აპრილში კი მისმა ფილმმა “მომთაბარეთა მიწა“ დამატებით  3 ოსკარი მიიღო საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ქალის როლის შემსრულებლის ნომინაციაში.

ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა,  მოგვითხრობს უსახლკარო ქვრივი ქალის შესახებ, რომელიც ფურგონში ცხოვრობს.

ქლოი ჟაომ, რომელიც ძირითადად საავტორო ფილმებზე მუშაობს, სტუდია „მარველთან“ ითანამშრომლა. მათ ერთად გადაიღეს  ფილმი „მარადიულები“.

გასულ წელს კოვიდის გამო ოსკარების გადაცემის ცერემონია 2 თვით გადაიდო. კანის კინოფესტივალიც, რომელიც ტრადიციულად მაისში ტარდება,  წელს ივლისში გაიმართა. ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარეც სპაიკ ლი იყო,  ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორის ჟულია დიუკურნოს ფილმი „ტიტანი“ დააჯილდოვა.

ჟულია დიუკურნო, რეჟისორი:

„სასაცილოა, რადგან ყველა რეჟისორი, მათ შორის ჯეინ კემპიონი, რომელსაც „ოქროს პალმა“ აქვს მიღებული, ერთსა და იმავეს ამბობს, მათ ბოლომდე არ მოსწონთ თავიანთი ნამუშევრები. მე არ ვეთანხმები მათ. ფაქტობრივად, „ოქროს პალმა“ არის იმის ნიშანი, რომ სწორედ ეს ნაკლოვანებებია ფილმების ძალა.“

ფილმ „ტიტანთან“ დაკავშირებით კრიტიკოსებისა და საზოგადოების აზრი ორად გაიყო.

ფილმი  თრილერის ჟანრს განეკუთვნება და სექსუალური იდენტობის საკითხსაც ეხება.

ნებისმიერ შემთხვევაში ფილმი ახალ ჟანრს უდებს საფუძველს. მასში ქალების განსხვავებული ხედვაა წარმოჩენილი.

ვენეციაშიც ქალები დააჯილდოვეს. ამჯერადაც გაიმარჯვა  ფრანგმა ქალმა. ოდრი დივანი უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა ფილმისთვის „მოტაცება“ . ფiლმში მოქმედება   საფრანგეთში 60-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს სტუდენტის შესახებ, რომელსაც აბორტის გეკეთებას უკრძალავენ.

ოდრი დივანი, ფილმის რეჟისორი:

ეს ფილმი ერთგვარი  სულის კივილია.  მაინტერესებდა, რამდენად გაიგებდნენ ჩემს სათქმელს. დღეს კი ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემი ხმა ნამდვილად ესმით.

ფილმის მთავარი გმირი ანაა, რომელსაც დე გოლის პატრიარქალურ საფრანგეთში აბორტის გაკეთება სურს, რათა თავისუფლება მოიპოვოს.

ფილმში ეს მნიშვნელოვანი თემა ბრწყინვალედ წარმოაჩინა რუმინული წარმოშობის ფრანგმა  მსახიობმა ანამარია ვორტოლომეიმ.

შემოდგომაზე ლიონში ახლაზელანდილმა რეჟისორმა ჯეინ კემპიონმა, ლუმიერის პრიზი მიიღო, რომელიც კინოში ნობელის პრიზის ტოლფასია. პრიზს გამარჯვებულებს კინემატოგრაფიის დამაარსებელი ძმების ლუმიერების ქალაქში გაიცემა.

ჯეინ კემპიონი, რეჟისორი:

„მგონია, რომ ფილმმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. კინოინდუსტრიაში რომ გაიზარდო… ეს მე ნამდვილად გამომივიდა. საოცარი შეგრძნება იყო, თითქოს ესენი იყვნენ ფანტაზიით აღსავსე მოზარდები, რომლებიც პასუხს სცემდნენ მნიშვნელოვან კითხვებს, მაგალითად,  „რატომ ვართ აქ?“ „რა არის სიყვარული?“ „ვინ ვარ მე?“ „რა არის მომავალი?“

ჯეინ კემპიონის ბოლო  ფილმია „ძაღლის ძალაუფლება“, რომელშიც მთავარ როლს ინგლისელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ქალის თვალით დანახული  გაუთლელი კოვბოის ამბავს, რომელიც საიდუმლოს მალავს.

ფილმი „ნეტფლიქსზე“ ნოემბერში გამოვიდა.

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend