მთავარიევროპაუკრაინაგრძელდება სამხედრო სამზადისი დონბასის რეგიონში

გრძელდება სამხედრო სამზადისი დონბასის რეგიონში

ეგრეთ წოდებული დონბასის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებით, რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არმიისგან დამოუკიდებლად, უკრაინელი მოხალისეები მოქმედებენ.

“აქ არის ავდიიკა, იასინოვატაია და დონეცკი ახლოს მდებარეობს. მათ საცეცხლე წერტილები აქვთ დაკავებული, ისინი უკრაინის არმიის ჯარისკაცები არ არიან, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და სპეციალურ დავალებას ასრულებენ, ჩვენ ისინი სრულად აღვწერეთ“, – ამბობს ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი ედუარდ ბასურინი.

სეპარატისტთა წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინულ მხარეს კონფლიქტის რეგიონში ქიმიური იარაღიც შეაქვს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თქმით, კი უკრაინაში უკვე 100 – ზე მეტი დაქირავებული სამხედრო იმყოფება, ისინი უკრაინულ მხარეს საცეცხლე პოზიციების მომზადებაში ეხმარებიან.

“ქიმიური იარაღი საჰაერო ხომალდით ნოემბერში შემოიტანეს. ის 40 მილიმეტრიან რკინის კაფსულებში ჩადეს და როგორც ბომბს ისე იყენებენ. ამავე დროს 300 კილოგრამის წონის კონტეინერი ჩაიტანეს მარიუპოლში, რომელშიც ასევე ქიმიური იარაღია“, –  ამბობს ედუარდ ბასურინი.

უკრაინის არმიის ჯარისკაცები კი ვაშინგტონის მიერ მიწოდებული თანამედროვე სამხედრო იარაღის გამოყენებით წრთვნებს ატარებენ.

კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ დონბასის რეგიონის ოკუპაცია და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, კონფლიქტის შედეგად დღემდე 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ მომენტისათვის უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend