მთავარიაზიადუბაიდუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღნიშნეს - „ექსპო 2020 დუბაი“

დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღნიშნეს – „ექსპო 2020 დუბაი“

ექვსი თვის განმავლობაში ათასობით ადამიანი ქართულ კულტურას გაეცნობა. ამ შესაძლებლობას საქართველოს საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020“ აძლევს, რომელიც დუბაიში მიმდინარეობს. გამოფენის ფარგლებში დუბაიში დღეს  საქართველოს ეროვნული დღე აღნიშნეს. ქართული პავილიონი გამოფენაზე ოთხი თემატური მიმართულებითაა წარმოდგენილი – ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, ტურიზმი და ბიზნესგარემო.

გამოფენას ქართული დელეგაცია ესწრება, რომლის ხელმძღვანელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილია. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია და სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ.

„ექსპო 2020 დუბაი“ გასულ წელს პანდემიის გამო არ გაიმართა. წელს საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავაც, რომელსაც რამდენიმე ადგილობრივ კომპანიასთან აქვს შეხვედრები დაგეგმილი.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დუბაიში ქართული ჰანგები აჟღერდა.  საქართველოს ეროვნული დღე „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში“ სუხიშვილებისა და „ბასიანის“ გალა-კონცერტით დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend