მთავარიამერიკაეკვადორიეკვადორში ვაქცინაცია 5 წელს გადაცილებულთათვის სავალდებულო გახდა

ეკვადორში ვაქცინაცია 5 წელს გადაცილებულთათვის სავალდებულო გახდა

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ომიკრონის ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ეკვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა,  რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება 5 წელს გადაცილებული ყველა პირისთვის. გამონაკლისი მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც ვაქცინაცია არ არის სასურველი. ეკვადორის  17.7-მილიონიანი მოსახლეობის 69 პროცენტს ვაქცინის ორივე დოზა, ხოლო 900 000 პირს კი ე.წ. ბუსტერ დოზა უკვე მიღებული აქვს.

ერთ-ერთი მოქალაქის გვადალუპე როდრიგესის აზრით, აცრა არ უნდა იყოს სავალდებულო. თუმცა დასძენს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, როგორ შეიძლება დაზარალდნენ სხვა ადამიანები ვირუსის გავრცელების შედეგად.

პედაგოგ ხუან ფრანცისკო ტოროსაც მიაჩნია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს, თუმცა მათ, როგორც მოქალაქეებს, მოეთხოვებათ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაძალების გარეშე მივიდნენ ასაცრელად.

ეკვადორში დღემდე კორონავირუსის 540 000 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 33 600 ადამიანი. ომიკრონის ვარიანტთან საბრძოლველად ეკვადორში რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში, თეატრებში, კინოთეატრებსა და სხვა საჯარო სივრცეებში  შესასვლელად მოქალაქეებს ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend