მთავარიაზიაავღანეთიავღანური მედიასაშუალებები დახურვის პირას არიან

ავღანური მედიასაშუალებები დახურვის პირას არიან

დაფინანსების არარსებობის გამო, ავღანური მედია ჩამოშლის პირასაა. “თალიბანის”
მმართველობის დამყარების შემდეგ 231 მედიასაშუალებას დახურვა მოუწია, ხოლო სამსახურის გარეშე 6400-მდე ჟურნალისტი დარჩა.

შამშად ტივი“ ქაბულში დაფუძნებული ტელეარხია. არხი დაფინანსებას რეკლამების განთავსების საშუალებით შოულობდა, თუმცა “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

„მედიაორგანიზაციები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა. ბევრმა ჟურნალისტმა, რომელიც აქ 20 წელი მუშაობდა, ქვეყანა დატოვა. ზოგმა მედიასაშუალებამ თვითცენზურა დაიწყო, ხოლო ნაწილს შეზღუდვები დაუწესდა“, – ამბობს „შამშად ტივის“ მენეჯერი აბიდ ესასი.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მედიაინდუსტრიაში მომუშავე ქალები. “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალების 84 პროცენტმა სამსახური დაკარგა. მუსტაფა ჯაფარი ყოფილი ჟურნალისტია, იგი ახლა ქუჩაში სიმინდს ყიდის და დღეში ორ დოლარს გამოიმუშავებს.

„სამწუხაროდ, ნათელ მომავალს ვერ ვხედავ. ყოველდღიურად ვკარგავ იმედს, რადგან პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება ავღანეთში ყოველდღიურად უარესდება“, – წუხს ყოფილი ჟურნალისტი მუსტაფა ჯაფარი.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “თალიბანმა” გამოაქვეყნა „ჟურნალისტიკის 11 წესი“, რომელსაც ყველა მედიასაშუალება უნდა დაემორჩილოს.

წესები თალიბებმა შესაძლოა მედიაზე ზემოქმედების იარაღად გამოიყენონ. ავღანელ ჟურნალისტებს ადრეც რთულ სიტუაციაში უწევდათ მუშაობდა. 2018 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 9 ავღანელი ჟურნალისტი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend