მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეული შოკისგან სწრაფად აღდგა

უნგრეთის ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეული შოკისგან სწრაფად აღდგა

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის გაზაფხულზე უნგრეთის ეკონომიკურის ვარდნა სწრაფი და დრამატული იყო, მთლიანი შიდაპროდუქტისა და დასაქმების მაჩვენებელი კრიზისამდე არსებულ  ნიშნულზე მაღალია. თუმცა ინფლაციის დონე, ევროპული სტანდარტებით, მაღალი იყო პანდემიამდეც, იგივე მდგომარეობაა ახლაც.

ანალიტიკოსი იშტვან მადარი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში უნგრეთში ინფლაციის მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გამო დიდად არ იცვლებოდა, ახლა კი პირიქით, სწორედ საზღვრებს გარედან მომდინარე ფაქტორები უწყობს ხელს ფასების ზრდას ნედლეულსა და საწვავზე. მისი აზრით, უნგრეთში გარე და შიდა გავლენებით ევროპაში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე მიიღეს.

პანდემიამდე ევროპული სტანდარტებითაც ასევე მაღალი იყო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. თუმცა ეს რიცხვი ახლა 8 პროცენტზე მაღლა ავიდა, თუმცა არა კორონავირუსის გამო.

„GKI Economic Research-ის“ აღმასრულებელი დირექტორის გაბორ კარსაის განცხადებით, უნგრეთის ეკონომიკურ პოლიტიკას კრიზისის მართვის ეკონომიკურ პოლიტიკად მოიხსენიებდნენ, ეს პოლიტიკა კრიზისით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნის შეკავებას ემსახურებოდა. თუმცა, მისი თქმით, რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილი მოხმარდა რეალური პრობლემების მოგვარებას, თანხის დიდი ნაწილი კი ერთგულმა საინვესტიციო ჯგუფებმა გადაინაწილეს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მთავრობა ახლა დიდ დროს ხარჯავს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სხვა ზომებთან ერთად დაწესდება მეცამეტე პენსია, ოჯახებს საშემოსავლო გადასახადი დაუბრუნდებათ, ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, გაიზრდება ხელფასებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend