მთავარიევროპაუკრაინარუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს ამზადებენ

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს ამზადებენ

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ამზადებენ რუსეთის სამხედრო ძალები ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 70 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები გამოეხმაურნენ.

„რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ამის შესაჩერებლად? ჩვენ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენც გვაქვს რაკეტები, ხომალდები, ქვემეხები და გვყავს ჯარი. მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ამჟამად, ჩვენ სიტუაციის გამწვავება არ გვსურს”, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, კონფლიქტი რომ დასრულდეს, რუსეთ-უკრაინას შორის დიალოგის აღდგენაა აუცილებელი. მისი თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის დაგეგმილმა შეხვედრამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კონფლიქტის დეესკალაციას.

„მე მრავალჯერ მისაუბრია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. ჩვენ სერიოზული კრიზისის წინაშე ვართ, რომლის მოგვარებაც მხოლოდ მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი”, – ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ენტონი ბლინკენმა და ჯოზეფ ბორელმა დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს. სატელეფონი საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გამოსავალი დიპლომატიური გზით უნდა მოიძებნოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ იანვარში შედგება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუ ზბიგნევმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისი მეზობელ ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას და პოლონეთი უკრაინას ყოველთვის გვერდით დაუდგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend