მთავარიმსოფლიოევროპამორიგი შეზღუდვები ევროპაში: ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება

მორიგი შეზღუდვები ევროპაში: ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება

ბელგია

ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო დაიხურება თეატრები, კინოთეატრები და შიდასივრცეში არსებული სხვა გასართობი დაწესებულებები.  მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სავარჯიშო დარბაზები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ისევ ღია იქნება.  ბელგიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, წინასადღესასწაულოდ ტესტი ჩაიტარონ. ოფიცილაური პირების თქმით, ახალი შემთხვევებიდან 27% სწორედ ომიკრონით არის ინფიცირებული.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე დღესასწაულის დროს, შეზღუდონ სტუმრების რაოდენობა, ნუ შეიკრიბებიან დიდ ჯგუფებად და, რაც მთავარია, გაიკეთონ ტესტი  შობის დღესასწაულამდე. პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებას ურჩევს, ხშირად გაანიავოს ოთახები და შიდასივრცეები.

ესპანეთი

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ქვეყანაში კვლავ სავალდებულო ხდება ღია სივრცეში პირბადის ტარება. ესპანეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ესპანეთის მოსახლეობის 80 პროცენტი უკვე აცრილია, თუმცა ახალი ვარიანტის გავრცელებამ კიდევ უფრო გაააქტიურა ვაქცინაციის პროცესი.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს უნდა მიიღონ, ვაქცინაციის პროცესის აჩქარებაა. ისინი აპირებენ, მოქალაქეებს მოუწოდონ, გაიკეთონ მესამე დოზა. ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად კი სამხედროებისგან შემდგარ 150 მობილურ ჯგუფს დაამატებენ.

22 დეკემბერს კი მარეგულირებელმა ორგანომ  ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფაიზერის“ კორონავირუსის სამკურნალო ამბები დაამტკიცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend