მთავარიკუბიოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს

გუშინ, 21 დეკემბერს, ვითარება დაიძაბა  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ. ოპოზიციის მხარდამჭერები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას შეეცადნენ. ამ ამბის ამსახველი კადრები სხვადასხვა რუსულ და აფხაზურ ტელეგრამარხზე გავრცელდა. კადრებში ისმოდა სროლის ხმაც, თუმცა გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით,  ეს იყო პეტარდები, რომლებიც მომიტინგეებმა ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მიტინგის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასლან ბჟანია ენერგეტიკული კრიზისის შექმნაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და  არჩევნების დროს მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც  ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამა არსებობს. თავდაპირველად ე.წ. პრეზიდენტმა უარი განაცხადა, აქციის მონაწილეებს შეხვედროდა. ამის გამო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.

დე ფაქტო პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ ოპოზიციის მოთხოვნების შესახებ ერთობლივი განცხადება წაიკითხა. ისინი თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის საპარლამენტო პროცედურის დაწყებას აპირებენ. ამ პერიოდში კი, მათი მოთხოვნით, უნდა შეჩერდეს ბჟანიას მიერ წამოყენებული ყველა ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივა. გარდა ამისა, ბჟანიას მოწინააღმდეგეები ითხოვენ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend