მთავარიაზიაისრაელიისრაელი კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას აპირებს

ისრაელი კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას აპირებს

ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელიც აპირებს Covid-19-ის ვაქცინის მეოთხე დოზა გამოიყენოს. ქვეყანა ცდილობს, მომზადებული შეხვდეს ახალ ტალღას, რომელიც Omicron-ის ახალი ვარიანტითაა გამოწვეული.

ეპიდემიოლოგებმა მეოთხე დოზის გაკეთების რეკომენდაცია 60 წელს გადაცილებულებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკჯგუფის ადამიანებს გაიწიეს.

პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი შემოთავაზებულ გეგმას დაეთანხმა, მან ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყონ.

„ჩვენ ვაპირებთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების შესაძლებლობა რისკჯგუფ მოსახლეობაში, რაც უფრო ადრე ჩაიტარებთ აცრას, უფრო დაცული იქნებით ომიკრონის ვარიანტისგან”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

გადაწყვეტილება მეოთხე დოზის გამოყენების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც  ისრაელში სამშაბათს ომიკრონის შტამით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელში ამ ვარიანტის დაახლოებით 340 შემთხვევაა დადასტურებული.

მეოთხე დოზით აცრა მესამე დოზის მიღებიდან მინიმუმ ოთხი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისშივე მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო, ზაფხულში კი მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე ძლიერი  კამპანია ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 63% სრულად არის ვაქცინირებული, 45%-ს კი ბუსტერ დოზა აქვს მიღებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend