მთავარიმსოფლიო"ჰარი პოტერი: დაბრუნება ჰოგვორტსში"

“ჰარი პოტერი: დაბრუნება ჰოგვორტსში”

ახალი გადაცემა ჰარი პოტერის პირველი ფილმის 20 წლისთავის აღსანიშნავად

ჰარი პოტერის ფანებს „პოტერჰედებს“ საახალწლოდ სასიამოვნო სიახლე ელით. ტელეეკრანებზე გამოვა ახალი გადაცემა – „დაბრუნება ჰოგვორტსში“, სადაც მსახიობები დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი და ემა უოთსონი ფილმის გადაღების პროცესს იხსენებენ.

ჰარი პოტერის სერიის პირველი ნაწილი „ფილოსოფიური ქვა“ 20 წლის წინ 2001 წელს გამოვიდა. დენიელ რედკლიფი ამ დროს 12 წლის იყო. მთავარი სამი პერსონაჟის გარდა გადაცემაში მაგიური სამყაროს სხვა წარმომადგენლებიც გამოჩნდებიან.

შოუში მონაწილეობა არ მიიღო ჰარი პოტერის ავტორმა ჯოან როულინგმა, რომელიც ტრანსფობიური კომენტარების გამო დაგმეს. „ჰარი პოტერი – დაბრუნება ჰოგვორთსში“ პირველ იანვარს გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend