მთავარი გადაცემები კუბი ევროკავომისიამ Novavax-ის ვაქცინა დაამტკიცა

ევროკავომისიამ Novavax-ის ვაქცინა დაამტკიცა

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციის შემდეგ ევროკომისიამ 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ევროპის მასშტაბით „ნოვავაქსის“ ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ეს არის უკვე მეხუთე ვაქცინა, რომელსაც ავტორიზაცია აქვს გავლილი ევროპაში.

კომპანია „ნოვავაქსში“ აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში „ნოვავაქსის“ ვაქცინის  200 მილიონამდე დოზის მიწოდებას იანვრიდან დაიწყებენ. კომისიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად ქვეყნებს  27 მილიონ დოზას გაუგზავნიან, რაც საკმარისი იქნება 13 მილიონამდე ადამიანის ასაცრელად.

ნოვავაქსის“ ვაქცინა, სხვა ვაქცინების მსგავსად, შეიცავს უჯრედში არსებულ სპაიკ ცილას, რომელიც ანტისხეულების დიდ რაოდენობას წარმოქმნის და იცავს ადამიანის ორგანიზმს. მრნმ-ვაქცინებისგან განსხვავებით, როგორებიცაა „ფაიზერი“ და „მოდერნა“, „ნოვავაქსის“ ვაქცინაში უკვე წინასწარ არის ჩადებული სპაიკ ცილა, მისი სინთეზი ადამიანის ორგანიზმის გარეთ ხდება, შემდეგ კი უკვე მზა ცილა იფუთება ვაქცინად, რომლითაც იცრება ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

novavaxnovavax

Send this to a friend