მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობორის ჯონსონმა მედიაში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ბორის ჯონსონმა მედიაში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განმარტება გააკეთა იმ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ის მეუღლესთან და 17 თანამშრომელთან ერთად დაუნინგ სტრიტის ბაღში ღვინითა და ყველის დაფით გაწყობილ სუფრასთან ჩანს.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ბორის ჯონსონს, რამდენად ხვდება მოაქალაქეების გაბრაზების მიზეზს და ისიც შეახსენა, რომ სავარაუდოდ, ისინი აღარ დაუჯერებენ იმას, რასაც  მათ პრემიერ-მინისტრი ეტყვის.  ჯონსონმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეს საქმიანი შეხვედრა იყო.

ბორის ჯონსონის განმარტებით, ეს იყო თანამშრომელთა შეხვედრა, ისინი საქმეზე საუბრობდნენ, ეს კი ის ადგილია, სადაც იგი ცხოვრობს და მუშაობს. ბორის ჯონსონის აზრით, ახლა უფრო მნიშვნელოვანი იმ გზავნილის შესახებ საუბარია,  რომლის თქმასაც იგი აპირებდა. ქვეყანაში ძალიან სწრაფად იმატებს ომიკრონის შემთხვევები და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა. ბორის ჯონსონის შეფასებით, ამ ყველაფრის პასუხი სიფრთხილე და ვაქცინაციაა.

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ინგლისში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ექიმებისა და მინისტრების ხანგრძლივ შეხვედრაზე ახალი შეზღუდვების შესაძლებლობა განიხილეს, მათ შორის იყო კარანტინისა და კომენდანტის საათის დაწესება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend