მთავარი მსოფლიო კინოეკრანებზე "მატრიცის" ახალი ფილმი გამოდის

კინოეკრანებზე “მატრიცის” ახალი ფილმი გამოდის

კიანუ რივზის პერსონაჟ ნეოს ლურჯ და წითელ აბებს შორის არჩევნის გაკეთება კვლავ მოუწევს. კინოეკრანებზე მალე „მატრიცის“ ახალი სერია გამოვა. მაყურებელმა ცნობილი ტრილოგიის პირველი ნაწილი 1999 წელს იხილა. რეჟისორებმა დებმა ვაჩოვსკებმა გადაიღეს, თუმცა ახალ სერიაზე მხოლოდ ერთმა – ლანა ვაჩოვსკიმ იმუშავა.

„მატრიცის ახალი ფილმის გადაღება არ მინდოდა. ამას 18 წლის განმავლობაში ვიძახდი. ჩემი და ლილიც მასე ფიქრობდა. თუმცა, შემდეგ ცხოვრებაში ტრაგედია დამემართა. ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ და დამჭირდა ისეთი რამ, რაც გლოვაში დამეხმარებოდა“, – ამბობს რეჟისორი ლანა ვაჩოვსკი.

ინოვაციური კომპიუტერული სპეცეფექტების დამსახურებით მატრიცის პირველმა სერიამ სამეცნიერო ჟანრი გარდაქმნა და უამრავ კინონამუშევარზე იქონია გავლენა. ტრილოგიას უამრავი ერთგული ფანი ჰყავს. ახალი სერია ამერიკულ კინოთეატრებში 22 დეკემბერს გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

მატრიცამატრიცა

Send this to a friend