საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის 2021 წლის 11 თვის შედეგები გამოაქვეყნა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სულ 12 822.2 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან 3 822.9 მლნ დოლარი ექსპორტი, ხოლო იმპორტი 8 999.3 დოლარი იყო.
ცნობილია ექსპორტის და იმპორტის მხრივ მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულები. წელს საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებია – ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები – თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.
ალეკო გვეტაძე