მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის საზღვრების მართვის სააგენტოს FRONTEX-ის ოპერაცია ლა-მანშის სრუტეში

ევროკავშირის საზღვრების მართვის სააგენტოს FRONTEX-ის ოპერაცია ლა-მანშის სრუტეში

მას შემდეგ, რაც 27 მიგრანტი დაიღუპა ლა-მანშის სრუტის გადალახვისას, ევროპული სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო ფრომტექსმა საჰაერო კონტროლი დააწესა ინგლისის არხის თავზე.

ფრონტექსი საფრანგეთის მოთხოვნით დაფრინავს ამ ტერიტორიაზე, ოპერაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. სანამ ოფიცრები განაახლებენ მოლაპარაკებებს მანდატების გაგრძელების შესახებ, ზოგიერთს მიაჩნია, რომ  მიღებული ზომები მიგრანტების შეჩერებასთან დაკავშირებით არც ისე ეფექტიანი იყო.

,,ვფიქრობ, ხალხის შეჩერება რთულია. სასოწარკვეთილი მიგრანტი, რაც არ უნდა მოხდეს, მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.. უბრალოდ თუ ჩვენ იქ ვიქნებით, იმედი გვაქვს, დავეხმარებით და მათ დაღუპვისგან გადავარჩენთ“- აცხადებს Frontex-ის რაზმის მეთაური მაიკლ მუნკნერი.

ავღანელი ლტოლვილი ელიასიც ასე ფიქრობს, მისი აზრით, მიგრანტები, წინააღმდეგობების მიუხედავად,  მაინც ეცდებიან საზღვრის გადაკვეთას.

,,სამშობლოში დარჩენის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ,  დარჩებოდნენ კიდეც. წარმოიდგინეთ ვიღაც მოდის შენს ქვეყანაში და ყველაფრის  წართმევას ცდილობს. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ამ საზღვარს კვეთენ  და დიდ რისკზე მიდიან, არის დუბლინის შეთანხმება,  ისინი ცდილობენ დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, რადგან  იქ დუბლინის რეგულაციები არ არსებობს. ბრექსიტის გამო, თითის ანაბეჭდის გაკეთება აუცილებელი არ არის. მათ შეუძლიათ ცოტა ხნით მაინც დარჩნენ  იქ და დაიწყონ ახალი ცხოვრება“, – აცხადებს ავღანელი მიგრანტი.

ელიასმა ავღანეთი 6 წლის წინ დატოვა. მას შემდეგ, რაც შვედეთმა თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი უთხრა, ის ლა-მანშის გადაკვეთას  ცდილობდა. დუბლინის რეგულაციის მიხედვით,  ლტოლვილები ერთნაირად უნდა იყვნენ დაცული ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით უნდა მიმართონ. გასულ თვეს ელიასს უფლება მისცეს,  საფრანგეთში თავშესაფარი მოეთხოვა. მაგრამ მისი ისტორია ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება უარყოფს მის თხოვნას, ის განაგრძობს მოგზაურობას.როგორი შედეგიც არ უნდა იყოს ბოლოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend