მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში ახალი შეზღუდვები მხოლოდ აუცრელებს შეეხებათ

პოლონეთში ახალი შეზღუდვები მხოლოდ აუცრელებს შეეხებათ

პოლონეთში 15 დეკემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შევიდა. ქვეყანაში ახლა ვირუსის მეოთხე ტალღაა. იმის გამო, რომ ვაქცინა ეფექტიანი აღმოჩნდა, ახალი შეზღუდვები მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, რომლებსაც არ აქვთ კოვიდსერტიფიკატი. არსებული მონაცემებით, ოქტომბრიდან მოყოლებული მოსახლეობის 54% იყო სრულად ვაქცინირებული. ხოლო ინფიცირებულთა 90% და ჰოსპიტალიზებულთა 95% აუცრელი იყო. შესაბამისად, კოვიდის ახალმა ტალღამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ვაქცინების მიმართ.

ექიმი იაკუბ გრაბსკი აღნიშნავს, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს არა მხოლოდ მესამე დოზას, არამედ პირველსაც ეხება.

თუმცა პოლონეთში ვაქცინების მოწინააღმდეგეც ბევრია. ისინი მორიგი შეზღუდვებისა და ახალი რეგულაციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.  მათ საპროტესტო აქცია  პარლამენტის წინ გამართეს.

პოლონეთის პარლამენტის წევრმა გჟეგოჟ ბრაუნმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ ეს არის სანიტარიული სეგრეგაცია, ანუ დისკრიმინაცია სეგრეგაციის გზით. მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, ამ მძიმე მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობა დამსაქმებელს დააკისროს.

მომიტინგეები ეწინაამღდეგებიან იმ შეზღუდვას, რომელიც მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ავალდებულებს.

მოძრაობის „შეაჩერე არასასურველი ვაქცინაცია“ წევრი იუსტინა სოხა ამბობს,  რომ სისტემა, რომელიც ავსტრიაში, კანადასა და ავსტრალიაში მოქმედებს და რომელმაც მილიონობით ადამიანი აიძულა ქუჩაში გამოსულიყო, ახლა პოლონეთშიც შევა ძალაში.  პოლონელთა თითქმის ნახევარი აუცრელია, ისინი მიიჩნევენ, რომ ვაქცინა საშიშია. იუსტინა სოხას თქმით, ექსპერიმენტში  ჩართვასა და ვაქცინაციის დაძალებას პოლონელები ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევად აფასებენ.

სტატისტიკის მიხედვით, მცირეა შანსი, რომ აცრილი პირი დაინფიცირდეს ან მძიმედ დაავადდეს. უზენაესი სამედიცინო საბჭოს ექსპერტს კოვიდის საკითხებში  პაველ გჟესიოვკსის მიაჩნია, რომ სკეპტიკოსების დარწმუნება შესაძლებელია, თუმცა ამისათვის შესაბამისად არ მოქმედებენ.

როგორც ექიმი გჟესიოვკსი ამბობს, პოლონეთში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმ ადამიანების დასარწმუნებლად, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ აცრა. ისინი, სავარაუდოდ, ვაქცინის ყველა მოწინაღმდეგეს ვერ გადაარწმუნებენ, თუმცა პოლონელების 10% მაინც აიცრება, თუკი მათ სათანადო ინფორმაცია მიეწოდებათ.

ამავდროულად, ჩინეთში ომიკრონის ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ინფიცირებული პირი პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც ჩინეთში ვარშავიდან ჩავიდა, თუმცა პოლონეთში აქამდე ომიკრონის ვარიანტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend