მთავარიმსოფლიოჩინეთში ომიკრონის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ომიკრონის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის ცენტრებთან გრძელი რიგებია. მთავრობაში განაცხადეს, რომ თვის ბოლომდე ყველა ზრდასრულმა უნდა მიიღოს მესამე ანუ ბუსტერ დოზა, ან ჩაწერილი მაინც უნდა იყოს ვიზიტზე. ომიკრონს მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში ახალი ვარიანტით ერთი ადამიანი უკვე გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საშიშროებაა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ინგლისში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტი ომიკრონის ვარიანტით არის დაავადებული. ლონდონში  ეს ციფრი 44 პროცენტით გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს,  რომ მომდევნო 48 საათში ლონდონში ომიკრონი დომინანტი ვარიანტი გახდება.

ომიკრონის ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად ნორვეგიაში რესტორნებსა და ბარებში იკრძალება ალკოჰოლის გაყიდვა, სკოლებში კი მკაცრდება დაწესებული რეგულაციები. ქვეყანაში  სავალდებულო ხდება დისტანციური მუშაობა იმ ორგანიზაციებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია. ახალი წესები ძალაში სამშაბათიდან ოთხშაბათამდე შევა და 4 კვირა გაგრძელდება.

ამავდროულად, დანიაში აჩქარებენ ვაქცინაციის პროგრამას. ახლა 40 წელს გადაცილებულ ყველა პირს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზას სთავაზობენ. ბრიტანეთის შემდეგ დანია მეორე ადგილზეა ომიკრონის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ორივე ქვეყანას აქვს ნიმუშების ვრცელი ჩამონათვალი,  რომლებზე დაკვირვებაც ვარიანტების სწრაფად გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

ომიკრონის ვარიანტის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთშიც,  ჩრდილოეთის ქალაქ ტიანძინში. ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვირუსი საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პირს დაუდასტურდა. ომიკრონის პირველი შემთხვევა  პეკინის დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე გამოვლინდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend