მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ახალი კანცლერი პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზს ეწვევა

გერმანიის ახალი კანცლერი პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზს ეწვევა

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ტრადიციას არ დაარღვევს და პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზს ეწვევა, რათა კიდევ უფრო გაამყაროს საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობა.

შეხვედრის მიზანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ, პანდემიისა და ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ბოიკოტის მიუხედავად, ევრაკავშირში  კვლავ ერთიანობა და სტაბილურობაა.

წინა სამიტებისგან განსხვავებით, მაკრონს  ახლა მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. მომავალი წლიდან იგი ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტი იქნება. პრესკონფერენციის დროს მაკრონმა წარადგინა  თავისი ამბიციური გეგმა, რომელსაც ახალი კანცლერის მხარდაჭერა დასჭირდება.

მანამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზს ეწვია და განაცხადა, რომ გერმანიას საფრანგეთზე ახლო მოკავშირე არ ჰყავს, და რომ ძლიერ ევროპას ფრანგულ-გერმანული კავშირები  ძალიან სჭირდება.

გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ, ანგელა მერკელისგან განსხვავებით, უფრო მკაცრი პოზიცია ექნება ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ბრიუსელში ვიზიტის დროს იგი ჯოსეფ ბორელს შეხვდა, მათ ჩინეთის ირანის, უკრაინისა და ბელარუსის საკითხები განიხილეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend