მთავარისაქართველოთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების ჩვენება მიმდინარეობს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების ჩვენება მიმდინარეობს

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება მიმდინარეობს. ნამუშევრებმა განსაკუთრებული დაინტერესება ახალგაზრდებში გამოიწვია. მაყურებელს ნაკლებად ცნობილი რეჟისორების ხილვა სურს.

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში რეჟისორ ნიკა აგიაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დელაილა” აჩვენეს. რეჟისორი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. აშშ- ში გადაღებულ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მისი ძმა გიორგი თამაშობს. რეჟისორი ძმასთან ერთად საქართველოში ფესტივალისთვის ჩამოვიდა.

„ფესტივალზე ჩამოვედით. ბოლოს აქ 2014 წელს ვიყავით. ამიტომ ამდენი ხნის მერე დაბრუნება და ჩვენი ფილმის ქართველი მაყურებლისთვის ჩვენება ძალიან სასიამოვნოა. გვიხარია, რომ წელს ასეთი კარგი ფესტივალი გამოვიდა და ჩვენც  მოვახერხეთ ჩამოსვლა“, – ამბობს ფილმის რეჟისორი ნიკა აგიაშვილი.

ქართველი რეჟისორების 18 მოკლემეტრაჟიანი თუ ანიმაციური ფილმის ჩვენება ფესტივალზე ხუთი დღე გაგრძელდება. კინოჩვენების შემდეგ მაყურებელსა და რეჟისორებს ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება აქვთ. ფილმის – „ბოდიში დაგვიანებისთვის“ რეჟისორის ლუკა ბერაძის თქმით, მაყურებელთან ერთად, საერთო სივრცეში ფილმის  ნახვას განსაკუთრებით ემოციურია.

„მაყურებელთან ერთად ფილმის ყურება, შემდეგ დისკუსია, განხილვა, ურთიერთობა – ეს ყველაფერი კინოს შემადგენელი ნაწილია. სახლებში ფილმის ნახვა ყოველთვის შეგვიძლია და ეს იმ ემოციას არ ბადებს, რომელიც კინოჩვენებისას უნდა გაჩნდეს“, – ამბობს “ბოდიში დაგვიანებისთვის” რეჟისორი ლუკა ბერაძე.

მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების ჩვენება 10 დეკემბერს დასრულდება. კინოთეატრ „ამირანში“ ნაჩვენები იქნება თორნიკე გოგრიჭიანის „პაპანაქება”, ვაჟიკო ჩაჩხიანის „ფუტკრის დაცემა” და მირანდა ნამიჭეიშვილის „ტვირთი”. ამ ნომინაციაში გამარჯვებული კი ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდება.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend