მთავარიკუბიინსტაგრამი მოზარდების დასაცავად ახალ ფუნქციებს ამატებს

ინსტაგრამი მოზარდების დასაცავად ახალ ფუნქციებს ამატებს

ინსტაგრამს ემატება ახალი ფუნქციები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, აკონტროლონ დრო, რომელსაც მათი მოზარდი შვილები პლატფორმაზე ატარებენ.

მშობლები შეძლებენ, შეამოწმონ, რამდენ დროს უთმობენ მათი შვილები ინსტაგრამს და დააწესონ დროის ლიმიტი, მოზარდები კი ინსტაგრამისგან მიიღებენ გზავნილს, რომელშიც აპლიკაცია თავად ურჩევს, რომ შეისვენოს.

ამ განახლების შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ადამ მოსერის სენატში გამოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. აშშ-ის სენატმა ადამ მოსერი ონლაინუსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა გამოკითხოს.

რაც შეეხება თავად ფუნქციას, როგორც კომპანია მეტას საინფორმაციო ბლოგში ვკითხულობთ, ფუნქცია უკვე ამოქმედდა აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, თუმცა მისი გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მალე გახდება შესაძლებელი. როგორც ბლოგში წერია, თუ მოზარდი განსაზღვრულ დროზე მეტხანს ატარებს პლატფორმაზე, ინსტაგრამის ფუნქცია მას შესვენებას შესთავაზებს. მომხმარებელს შეუძლია დააყენოს ავტომატური შეხსენებაც, მიუთითოს დრო, რომ, მაგალითად, 3 საათში გააფრთხილოს, გამოვიდეს ინსტაგრამიდან. აპლიკაცია ასევე მისცემს რჩევას, რომ შესვენების დროს შეავსოს დღიური, მოუსმინოს მუსიკას და ა.შ.

 

რაც შეეხება მშობლებს, 2022 წლიდან ამოქმედდება ახალი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მშობლები გააკონტროლებენ, რამდენ ხანს ატარებენ მათი შვილები ინსტაგრამზე და დააყენონ დროის განმსაზვრელი ლიმიტი. ამას ე.წ. კომპანიონი ფუნქცია ეწოდება, რომელიც დააკავშირებს მშობლისა და მოზარდის ანგარიშებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend