მთავარიაზიაავღანეთიდიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ათასობით ადამიანის დახმარება ვერ შეძლო

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ათასობით ადამიანის დახმარება ვერ შეძლო

იმ ავღანელების ათასობით წერილი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ, უპასუხოდ დარჩა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რაფაელ მარშალმა, რომელიც ქაბულში „თალიბების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

,,დაახლოებით 150, 000-მდე ადამიანმა მიმართა  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას დახმარებისთვის. ავღანელების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მათ სურდათ, დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთისგან ავღანეთის დატოვების ნებართვა  მიეღოთ. ჩემი შეფასებით, ამ ადამიანების 5%-ზე ნაკლებს გაუწიეს გარკვეული სახის  დახმარება”, –  წერია რაფაელ მარშალის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაში.

რაფაელ მარშალმა ასევე ჩამოთვალა ის ხარვეზებიც, რომლებიც ამ სისტემას უკავშირდება. ძირითად პრობლემებად არასაკმარისი პერსონალი, ღამის მორიგეობა, ექსპერტიზის ნაკლებობა და პერსონალის თვითნებური გადანაწილება დაასახელა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დომინიკ რააბი ავღანეთის კრიზისის შემდეგ იძულებული გახდა, გაემართლებინა დიდი ბრიტანეთის  ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

” რა თქმა უნდა, სიმართლეა ის, რომ ბევრი ადამიანი ჩქარობდა, დაეტოვებინა ავღანეთი და მათ ჰქონდათ ამის მიზეზი. ჩვენ ვამოწმებდით, რეალურად ვის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, მათ შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ბრიტანეთის მთავრობასთან მუშაობდნენ. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მათ დაეტოვებინათ ავღანეთი. თუმცა დიდ ბრიტანეთში შესვლის უფლება არ მივეცით იმ მოქალაქეებს, რომლებიც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის”,  – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დომინიკ რააბმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც არ მიიღო კრიტიკა იმის შესახებ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა ავღანელების გადასაყვანად.

„არა, ეს სრული სისულელეა,  ჩვენ ზაფხულში ვიყავით ევაკუაციის პროცესში ჩართული და  ქაბულიდან 15000 ადამიანი საჰაერო გზით გადავიყვანეთ.  ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო ოპერაცია 50 წლის განმავლობაში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მას შემდეგ, რაც აგვისტოში ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დასრულდა, ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დაეხმარა 3000 -ზე მეტ ადამიანს დაეტოვებინა ავღანეთი და  დღემდე მუშაობენ ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend