მთავარიევროპაუკრაინამოსკოვის მიერ წახალისებული სეპარატიზმი უკრაინაში

მოსკოვის მიერ წახალისებული სეპარატიზმი უკრაინაში

დონცეკში არსებული სეპარატისტული წარმონაქმნი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

7 წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო, სამი წლის წინ კი კიევის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს ეკონომიკური ბლოკადა დაუწესა. შედეგად დონეცკისა და ლუაჰნსკის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის გზას დაადგნენ. სეპარატისტულ რეგიონებში იყენებენ რუსულ ფულს და რუსულ პასპორტებს.

სეპარატისტების პრორუსული პოლიტიკის კარგი დასტურია დონეცკის ცენტრში გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშა, რომელიც ლენინის სახელობის მოედანს დაჰყურებს.

ქალაქის ქუჩებში ვხვდებით პლაკატებს წარწერით – ჩვენ რუსული დონბასი ვართ. სეპარატისტული რეგიონებიდან ბევრი რუსეთის ფედერაციაში მიდის სამუშაოდ, სეპარატისტულ რეგიონებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კი ვითარდება. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონში არსებული სეპარატისტული რეჟიმის მეთაური კმაყოფილია.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენს კომპანიებს რუსულ კომპანიებთან ერთად ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაციის ბაზარზე საქმიანობა, დამატებითი ხარჯების გარეშე, რუსეთიდან სხვადასხვა რესურსების იმპორტის საშუალებაც გვექნება“, – ამბობს ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური დენის პუშილინი.

უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ ომში ღვაწლმოსილი პირები კი სეპარატისტული წარმონაქმნების მთავრობის სათავეში არიან, მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ალექსანდრ ბოროდაია.

ბოროდაი თავდაპირველად ეგრეთ წოდებული დონეცკის რესპუბლიკის პრემიერ – მინისტრი გახდა, ახლა კი უკვე ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პარტიის, “ერთიანი რუსეთის” დეპუტატია.

პარტიის თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა, ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების მეთაურებს ოფიციალურად გადასცა პარტია “ერთიანი რუსეთის” წევრობის დამადასტურებელი მოწმობები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend