ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ახალ პირობას უწესებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში საქმიანობენ. ყველა პროექტი და პროგრამა, რომლებსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისთან თანამშრომლობით გეგმავენ უნდა შეთანხმდეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. უცხოურმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ მათი პროექტების და პროგრამების ანგარიშები და თანამშრომელთა პერსონალური შემადგენლობა, ასევე დოკუმენტები დაფინანსების წყაროებისა და სახსრების ხარჯვის მიზნების შესახებ.