მთავარიამერიკააშშომიკრონის ვარიანტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოჩნდა

ომიკრონის ვარიანტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოჩნდა

შეერთებული შტატები უკანასკნელი ქვეყანაა, რომელშიც კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი გამოვლინდა. ვირუსი კალიფორნიაში დაუდასტურდა ერთ-ერთ პირს,  რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამხრეთ აფრიკიდან.

პრეზიდენტის მთავარი სამედინიცო მრჩეველი ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული თვითიზოლაციაშია, მისი ყველა ახლო კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, პირი სრულად აცრილი  იყო და მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია.

სამხრეთ აფრიკაში ერთი კვირის წინ  აღმოჩინეს ახალი ვარიანტი. მას შემდეგ ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა აკრძალეს. ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიუ გუტერეშმა.

გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს მიაჩნია, რომ იმ ვირუსის გამო, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესება და რომელიმე ქვეყნის იზოლირება არა მხოლოდ არასამართლიანი და სადამსჯელო გადაწყვეტილებაა,  არამედ არაეფექტიანიც. მისი თქმით, არსებობს უსაფრთხოდ მოგზაურობის ყველა ინსტრუმენტი, რომელთა გამოყენებითაც თავიდან აიცილებენ არსებულ ვითარებას.

ესპანეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებენ, თუმცა მაინც სურთ, რომ ტურისტები ეწვიონ. დიდი ბრიტანეთიდან მომავალი მოგზაურები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, ესპანეთში მხოლოდ სრულად აცრის შემთხვევაში შევლენ. საკმარისი აღარ იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხისა და ვირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.

კოსტა-ბლანკაში ბიზნესის მფლობელებს იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება ტურიზმზე დიდ გავლენას არ იქონიებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend