მთავარიმსოფლიოOmicron-ი მსოფლიოში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენამდე გავრცელდა

Omicron-ი მსოფლიოში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენამდე გავრცელდა

კორონავირუსის, მათ შორის ახალი ვარიანტის ომიკრონის, გავრცელების შედეგად არაერთ ქვეყანაში შეზღუდვები წესდება. ბევრმა ქვეყანამ უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა სამხერთაფრიკულ ქვეყნებთან. ავსტრიაში კიდევ 20 დღით გახანგრძლივდება საყოველთაო კარანტინი. საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, ხოლო დიდ ბრიტანეთში გეგმავენ, რომ იანვრის ბოლომდე ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ ე.წ. ბუსტერ დოზა გაიკეთოს.

როგორც ირკვევა, ომიკრონის შტამი მსოფლიოში ერთი კვირით ადრე უკვე გავრცელებული იყო, სანამ მას პირველად სამხრეთაფრიკელი მეცნიერები აღმოაჩენდნენ.

მას შემდეგ არაერთი ქვეყნის მთავრობამ  სამხერეთაფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესა. ესპანეთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელშიც 2-დან 15 დეკემბრამდე ფრენები აიკრძალა. ჯანმოში აცხადებენ, რომ მოგზაურობაზე დაწესებული რეგულაციები არაეფექტიანია და სხვა ღონისძიებებია გასატარებელი.

ჯანმოს სპიკერს კრისტიან ლინდმაიერს მიაჩნია, რომ ისეთი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომლებიც ნამდვილად იმუშავებს. იგი ურჩევს საზოგადოებას, გაიკეთონ პირბადეები, თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანია. მისი თქმით, აუცილებელია ოთახების განიავება, რაც შეიძლება ხშირად, ასევე, ხელებისა და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.

ბევრ ქვეყანაში ახლა მთელი ყურადღება ვაქცინაციის პროგრამებზეა მიმართული.  მათი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს ე.წ. „ბუსტერ დოზა“.

ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ბრიტანეთში იანვრის ბოლომდე ყოველი ზრდასრული მოქალაქის მესამე დოზით აცრას გეგმავენ.

სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრიაში, სადაც საყოველთაო კარანტინი 20 დღით გახანგრძლივდა, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. საბერძნეთში 16 იანვრიდან თუ 60 წელს გადაცილებული პირები არ აიცრებიან, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტის გავრცელების გამო მსოფლიოში ვნებათაღელვაა და ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვირუსს ვაქცინა ვერ უმკლავდება, მაინც  არსებობს იმედი, რომ სრულად აცრილი პირები უფრო მეტად იქნებიან დაცული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend