მთავარიკუბიNASA-მ ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად კოსმოსური ხომალდი გაუშვა

NASA-მ ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად კოსმოსური ხომალდი გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო ნასა ისტორიაში პირველად აპირებს, რომ მიზანმიმართულად დააჯახოს კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს, რათა შეუცვალოს მას ტრაექტორია.

მისია სახელწოდებით DART, თბილისის დროით  11 საათსა და 20 წუთზე დაიწყო. კოსმოსური ხომალდის, რომლის ღირებულება 325 მილიონი დოლარი იყო, ერთადერთი მიზანი ის არის, რომ დიდი სიჩქარით შეეჯახოს ასტეროიდს, რომელიც თავისი მასშტაბით გაცილებით აღემატება ხომალდს, თუმცა შეეცდება შეუცვალოს ციურ სხეულს ტრაექტორია.

ეს იქნება პირველი სრულმასშტაბიანი დემონსტრაცია ამ ტიპის ტექნოლოგიისა, რომელიც ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად შექმნა. იმ ობიექტების შესწავლა, რომლებიც უახლოვდებიან დედამიწას,  იქნება ეს ასტეროიდები თუ კომეტები, ნასას მთავარი საქმიანობაა. ისინი ცდილობენ, აღმოაჩინონ, ხომ არ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომელიც კოსმოსიდან დედამიწას ემუქრება.

რამდენად არსებობს რეალური საფრთხე ამ ასტეროიდებისგან, რომელთა განადგურებაც DART-ის, მისიის მთავარი მიზანია?  ნასა ყურადღებას ამახვილებს ასტეროიდ დიდიმზე, რომელიც 780 მეტრია დიამეტრით და მის თანამგზავრ დიმორფზე. ასტრონომები ამ ასტეროიდსა და მის თანამგზავრს 2003 წლიდან აკვირდებიან, თუმცა ასტრონომებისთვის ცნობილია ათობით სხვა ციური სხეული, რომელთან დაჯახებაც გაცილებით სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის დედამიწას. ამიტომ ახალ მექანიზმს პლანეტის დასაცავად ნაკლებად საშიშ ასტეროიდზე ცდიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend