მთავარიაზიასირიააუფეთქებელი ჭურვების გამო სირიაში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საფრთხეშია

აუფეთქებელი ჭურვების გამო სირიაში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საფრთხეშია

ერთმა ამბავმა  რაჰალის ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ბავშვები იმ ადგილას თამაშობდნენ, სადაც აუფეთქებელი ბომბი იყო, უცბად კვამლი გაჩნდა. აფეთქების დროს მაჰმუდი სახლში არ იყო. მას დაურეკეს და უთხრეს, რომ  საავადმყოფოში მისულიყო.

“მივედი საავადმყოფოში, არავის არაფერი უთქვამს, ერთადერთი, რაც მითხრეს, შენი შვილები გადარჩნენ, ნუ გეშინიაო და მერე…“, – იხსენებს მაჰმუდი.

“რიმი 10 მეტრის მოშორებით გადავარდა, მე კი ალბათ – 5”, – ამბობს მერიამი.

მერიამსა და რიმს თექვსმეტი ოპერაცია გაუკეთეს და გადაარჩინეს. მათი ძმები კი, 12 წლის მუსტაფა და იასენი, დაიღუპნენ.

“მერე დავინახე, როგორ ჩააწვინეს ისინი ორ ყუთში. ვკითხე, ესენი ჩემი შვილები ხომ არ არიან-მეთქი.  მათ დამიდასტურეს…. აღარ შემიძლია…”, – ყვება მაჰმუდი.

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში თითქმის არ არის ადგილი, სადაც ჭურვები არ ფეთქდება.

რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშაა, მათ ყოველდღიურად სირიის რეჟიმისა და მისი მოკავშირე რუსეთისგან დაბომბვა ემუქრება.

მოსახლეობა ხშირად იძახებს სამოქალაქო თავდაცვის ექსპერტებს; ისინი ამოწმებენ ტერიტორიას, ხომ არ არის სადმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც წლების განმავლობაში შეუმჩნეველია და არავინ იცის, როდის გააქტიურდება.
„ეს ჩვენს საქმეს ართულებს დღეს ვასუფთავებთ სივრცეს, შემდეგ ისევ ბომბავენ მას. კვლავ გრძელდება დაბომბვა როგორც რეჟიმის, ისე რუსეთის მხრიდან.  ამიტომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავასუფთავებთ ტერიტორიას, ისევ ვბრუნდებით, რომ ავიადარტყმების შედეგად დაბინძურებული ადგილები გავწმინდოთ.  ამ დროისთვის უკვე დაახლოებით 22 766 სახის საბრძოლო მასალა ამოიღეს, რომელთა უმეტესობა კასეტური იყო”, – ამბობს თავდაცვის ექსპერტი

მშვიდობიან მოქალაქეებს აღარ აქვთ იმედი, რომ ეს ომი როდესმე დასრულდება. ისინი იძულებული არიან, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუდმივად ცასა და მიწას ადევნონ თვალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend