გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ავტოკოლონით მივიდნენ.
ისინი ადგილზე რამდენიმე წუთით დაყოვდნენ და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა საყვირებით გამოხატეს.
მხარდამჭერებს ავტომობილებიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, საპროტესტო პლაკატები და საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების დროშები ჰქონდათ გადმოკიდებული.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ალეკო გვეტაძე