მთავარიკუბიაშშ რუსეთის მიერ კოსმოსში რაკეტის გამოცდას „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს

აშშ რუსეთის მიერ კოსმოსში რაკეტის გამოცდას „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთმა სახმელეთო რაკეტის გამოყენებით ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი გაანადგურა, რის გამოც ორბიტაზე მიმოიფანტა ათასობით ნამსხვრევი და წარმოიქმნა კოსმოსური ნარჩენების დიდი მასა. აშშ-მა დაახლოებით 1500 ნამსხვრვევი უკვე აღმოაჩინა, თუმცა დაახლოებით კიდევ  ათასი წვრილი ნაწილაკია, რომელთა პოვნაც უკვე შეუძლებელია, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს იყო საშიში და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.

თავდაპირველად ინფორმაცია რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო „როსკოსმომა“ გაავრცელა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ასტრონავტებს, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე იყვნენ, იძულებული გახდნენ, თავშესაფარში გადასულიყვნენ, რადგან მათ კოსმოსური ნარჩენების ღრუბელი მიუახლოვდა. თავდაპირველად გაურკვეველი იყო, თუ საიდან გაჩნდა ეს ღრუბელი, რომელიც ყოველ 90 წუთში გვერდს უვლიდა კოსმოსურ სადგურს. მოგვიანებით კი აშშ-ის კოსმოსურმა სამმართველო „ნასამ“ დაადასტურა, რომ ნაწილაკები განადგურებული რუსული თანამგზავრის გამო გაჩნდა. ნასაში აღნიშნავენ, რომ შეშფოთებული არიან რუსეთის ქმედებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ამერიკელ, არამედ რუს ასტრონავტებსაც, რომლებსაც კოსმოსურ სადგურზე თანამშრომლობის უდიდესი ისტორია აერთიანებთ.

ამჟამად კოსმოსური სადგურის ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრია – ოთხი ამერიკელი, ერთი გერმანელი და ორი რუსი ასტრონავტი. კომპანია „ლეო ლაბსის“ წარმომადგენლები, რომლებიც კოსმოსურ ნარჩენებს აკვირდებიან, ტვიტერზე წერენ, რომ  რუსებმა რაკეტით ააფეთქეს თანამგზავრი, სახელწოდებით „კოსმოს-1408“, რომელიც ე.წ. ჯაშუში თანამგზავრი იყო. ის 1982 წელს გაუშვეს კოსმოსში და უკვე მრავალი წელია, აღარ მუშაობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend