მთავარი საქართველო ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი

ოპოზიციის უწყვეტი პროტესტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მიტაცებული არჩევნების დაბრუნება – ამ მოთხოვნებით „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს მართავს.

ამასობაში კი „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ეკონომიკური განვითარებისა და უკეთესი სოციალური დაცვის დღის წესრიგს სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილს კი ერთ-ერთ პატიმარს უწოდებს.

„მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ვთავაზობთ დეპუტატებს ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში. პოლარიზაციას ვინ ახდენს ხომ ხედავთ?!  ცალმხრივია ეს პოლარიზაციის მცდელობა. ჩვენ ვთავაზობთ მათ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას და დღის წესრიგის ცვლილებას. საზოგადოებას აინტერესებს, რომ განვითარდეს ქვეყანა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„მიხეილ სააკაშვილი გლდანის N მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ისე გადაიყვანეს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც გაავრცელა. ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და, მათვე შეფასებით, არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გაჩერებას არ აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და უწყვეტ აქციებს აანონსებენ. პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ, დილით კი მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

„ყოველდღიური ბრძოლა იქნება. დღეში რამდენიმე სხვადასხვა საპროტესტო აქცია იქნება. ის, რაც დაიწყო ჩვეულებრივი ამბავი აღარ არის. მე-40 დღეა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და მის სიცოცხლეს არა თუ საფრთხე ემუქრება, შეიძლება რამდენიმე დღე აშორებდეს უმძიმეს ფატალურ შედგეს. ამიტომ, არანაირი დაღლა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს რუსთაველის გამზირზეც. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი აქციები მშვიდობიანი, თუმცა მტკიცე იქნება.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

პროტესტიპროტესტი

Send this to a friend