საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 6021-ით გაიზარდა.
ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია. რეგიონებიდან კი კოვიდ19 ყველაზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, იმერეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში.
ამ დროისთვის კოვიდ19-ის აქტიური შემთხვევა 53 600-მდე ადამიანს უდასტურდება, რომელთაგან 7000-მდე პაციენტი საავადმყოფოებში მკურნალობს, დანარჩენი კი სახლის პირობებში. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის დამარცხება 3 800-მდე ადამიანმა შეძლო.